MEDICINE   დაამატე თქვენს მიერ მოძიებული დაავადება
| RSS
სექციის კატეგორიები
დაავადებები [16]
რჩევები [1]
In English [1]
სხვა [0]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 20 » ნარკომანია - სიახლე მკურნალობასა და რეაბილიტაციაში
7:02 PM
ნარკომანია - სიახლე მკურნალობასა და რეაბილიტაციაში


ნარკომანია - სიახლე მკურნალობასა და რეაბილიტაციაში



ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო ტერმინოლოგიით - წამალდამოკიდებულება, საქართველოში ბოლო დროს მართლაც თეთრ ჭირად იქცა. ვერც რელიგია, ვერც სქესი და ასაკი, ვერც ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი სტატუსი ვერ აბრკოლებს ამ სენის გავრცელებას. შეიძლება ითქვას, მან ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ უკვე საფრთხეს უქმნის ადამიანთა კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ გვინდა, მკითხველის ყურადღება კიდევ ერთხელ შევაჩეროთ ნარკოტიკული ნივთიერებების მავნეობაზე და, ამასთანავე, გაგაცნოთ ნარკომანიის მკურნალობის უახლესი და სრულყოფილი მეთოდი, რომლის შესახებაც კლინიკა "ბემონის" კონსულტანტი და საკონსულტაციო-სარეაბილიტაციო ცენტრის "ენ-ბე-ა-კას" ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბელიაშვილი გვესაუბრება.


- ბატონო ნიკოლოზ, როგორ დაიბადა ერთობლივი ცენტრის დაარსების იდეა?
- საქართველოში ექვსი წლის წინ ჩამოვედი. თავად მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსი ისრაელში გავიარე და შემდეგ რამდენიმე ადამიანთან, ყოფილ მომხმარებლებთან ერთად ისრაელშივე გავხსენი სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი. სწორედ იქ შევიძინე ამ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება. როცა საქართველოში დაბრუნებულმა თვალი გადავავლე აქ არსებულ ვითარებას, ნარკომანიასთან ბრძოლის პროგრამებს, დავრწმუნდი, რომ ამ სფეროში ბევრი ცვლილება იყო შესატანი. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ჩვენ, ფირმა "ენ-ბე-ა-კამ", რაც "ნარკომანიასთან ბრძოლის ანონიმურ კონსულტაციებს" ნიშნავს, და კლინიკა "ბემონმა", შევიმუშავეთ ერთობლივი პროგრამა, რომელიც ერთობლივ მკურნალობას ისახავდა მიზნად, დავნერგეთ და დღესდღეობით წარმატებით ვახორციელებთ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს პროგრამა ნარკომანიასთან ბრძოლაში გადადგმული პირველი წარმატებული ნაბიჯია, თუმცა მაინც არ არის ის, რასაც საჭიროება მოითხოვს.


- საქართველოს სხვა კუთხეებშიც ხომ არ აპირებთ მსგავსი მომსახურების დანერგვას?
- საქართველოში ჩემი ექვსწლიანი საქმიანობის განმავლობაში არ ყოფილა წუთი, ამ საკითხზე რომ არ მეფიქროს - ასე ხომ რეალური შედეგის მიღება გაცილებით ადვილი იქნებოდა, მაგრამ ვინაიდან ეს ყველაფერი პირველ რიგში დაკავშირებულია ფინანსებთან, მიბმულია სახელმწიფო პოლიტიკასა და საზოგადოებრივ განწყობაზე, - ცოტა ჭიანურდება. ისრაელში ქალაქგარეთ გვქონდა სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც მივდევდით მეურნეობას, გვყავდა ცხენები... ის ადამიანები, რომლებიც კლინიკაში დეტოქსიკაციის კურსს ჩაიტარებდნენ, სწორედ ამ ცენტრში გადიოდნენ რეაბილიტაციას. ამ ყველაფერში ეხმარებოდა ჩემისთანა ხალხი - ყოფილი ნარკოდამოკიდებულები, კონსულტანტები, ფსიქოლოგები. პაციენტები რამდენიმე ხანს იქ ატარებდნენ და შემდეგ დამშვიდებული, დალაგებული გონებით უბრუნდებოდნენ ჩვეულებრივ ცხოვრებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დეტოქსიკაციის შემდეგ ხდებოდა ადამიანის რესოციალიზაცია. ეს იყო გარდამავალი ეტაპი, რომელიც უნდა გაევლო ყოფილ მომხმარებელს, ვიდრე ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა. მერწმუნეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საფეხურია. გვინდა, იგივე მეთოდიკა და მიდგომა აქაც გამოვიყენოთ.


- ზემოთ რამდენიმეჯერ ახსენეთ, რომ ადრე თქვენც მომხმარებელი იყავით. როგორ დაიწყო ყველაფერი?
- ჩვეულებრივი, საშუალოზე ოდნავ მეტი შეძლების ოჯახი გვქონდა. მშობლები რამდენიმე საგანში მამზადებდნენ, ჩემს მაგივრად წყვეტდნენ, რა ჩამეცვა, რა დამეხურა, ვისთან მემეგობრა, რომელ საათზე დამეძინა... ჩემი ძმაც იმავე პრობლემის წინაშე იდგა. რა თქმა უნდა, კეთილი ზრახვა ამოძრავებდათ, უნდოდათ, გვესწავლა და ჩვენი ცხოვრება ნორმალურად წარმართულიყო, მაგრამ არ იყო მთავარი - მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება, ჩვენი აზრისა და სურვილების გათვალისწინება. ყველაფერს მბრძანებლურ-მითითებითი ფორმა ჰქონდა. ცხადია, ჩემი განარკომანების ერთადერთი მიზეზი ეს არ ყოფილა. იყო სხვა ფაქტორებიც. ერთი ის, რომ თუმცაღა პიონერთა სასახლეშიც დავდიოდი და არტეკშიც ვარ ნამყოფი, - ქუჩაშიც ვცდილობდი თავის დამკვიდრებას. კი, მეგობრები ანგარიშს მიწევდნენ, მაგრამ ისე არა, რომ ჩემი თავმოყვარეობა დაკმაყოფილებულიყო. ზოგჯერ მეუბნებოდნენ, გვერდით მიდექი, მაინც პიონერი ხარ და აქ შენი ადგილი არ არისო. ეს მთრგუნავდა და ვცდილობდი, რამე ისეთი გამეკეთებინა, რაც ჩემს ავტორიტეტს ასწევდა. მეორე კი ის გახლდათ, რომ ცოტად თუ ბევრად შეძლებული ოჯახიდან ვიყავი, უფულობას არასოდეს ვუჩიოდი, და გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ნარკოტიკებისკენ მიბიძგეს, იმ იმედით, რომ მათაც ვუწილადებდი. ერთი სიტყვით, ჩამითრიეს. ოთხმოციან წლებში ნარკომანია ასე მასობრივად არ იყო მოდებული და მიუხედავად იმისა, რომ წამლის მომხმარებლებს ყველა იცნობდა და მათთან ურთიერთობას ერიდებოდა, მოზარდები ამ ყველაფერს მაინც რომანტიკულად აღიქვამდნენ, რადგან ნარკომანების სიტყვა ქუჩურ ცხოვრებაში ფასობდა.


კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 1249 | დაამატა: bs-50cent | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 gamcarebuli da  
0
gexvecebit shesazloa ver movidet tkvenamde finansebtan ikneba dakavshirebuli da ojaxur pirobebshi rogor sheizleba vumkurnalod gexvecebit gvitxrat miatova yvelam magram me da var da ver gavcirav gexvecebit mirchiot rame mis sikvdils me ver vuyureb gemudarebit mirchiet rame gtxovt.an tkventan rom moviyvano did tanxebtan aris dakavshirebuli?gexvecebit mirchiot rame

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები