Medicine-EveryThing About
MEDICINE   დაამატე თქვენს მიერ მოძიებული დაავადება
| RSS
სექციის კატეგორიები
დაავადებები [16]
რჩევები [1]
In English [1]
სხვა [0]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა

ადისონის დაავადება თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ქრონიკული უკმარისობაა. მას საფუძვლად უდევს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის დესტრუქცია (სტრუქტურის დარღვევა), რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების - გლუკოკორტიკოიდების (კორტიზოლის) და მინერალკორტიკოიდების (ალდოსტერონის) - წარმოქმნის დაქვეითება მოჰყვება.

100-დან 80 შემთხვევაში ადისონის დაავადება თირკმელზედა ჯირკვლის აუტოიმუნურ დაზიანებას უკავშირდება. ხშირია თირკმელზედა ჯირკვლის ტუბერკულოზური დაზიანებაც. სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავია მეტასტაზური კიბო, ათაშანგი, სარკოდიოზი, ამილოიდოზი, ჰემაქრომატოზი, სოკოვანი ინფექცია. დაავადებას (თუმცა იშვიათად) საფუძვლად შეიძლება დაედოს თირკმელზედა ჯირკვალში სისხლის ჩაქცევა ორსულობის, ინფექციის, ტრავმის, ქირურგიული ოპერაციების დროს.

დაავადება თანდათან ვითარდება. თანდათან ვითარდება ძლიერი სისუსტე, სწრაფი დაღლა, წონის კლება, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 986 | დაამატა: bs-50cent | თარიღი: 07.05.2010 | კომენტარი (1)


სურდო (რინიტი) (rhinitis) – ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება. განასხვავბენ მწვავე და ქრონიკულ რინიტს.

მწვავე სურდო – შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დაავადება ან სიმპტომი მწვავე ინფექციური დაავადებისა (გრიპი, წითელა, დიფთერია და სხვ.). წინასწარგანმწყობი ფაქტორებია გაცივება, იშვიათად - მექანიკური ან ქიმიური გაღიზიანება. მწვავე სურდო ყოველთვის არის ორმხრივი.
სიმპტომები, მიმდინარეობა. თავდაპირველად აღინიშნება შეუძლოდ ყოფნა, სიმშრალის შეგრძნება ცხვირ-ხახაში, ქავილი ცხვირში. თანდათანობით ცხვირით სუნთქვა ძნელდება, იწყება ცემინება, ცრემლდენა, ქვეითდება ყნოსვა, იცვლება ხმის ტემბრი, აღინიშნება ცხვირიდან უხვი თხიერი გამონადენი. შემდეგში გამონადენი ხდება ლორწოვან-ჩირქოვანი, ხოლო წვრილი სისხლძარღვების მთლიანობის დარღვევის დროს – სისხლიანი. ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანება შესაძლებელია გავრცელდეს ასევე სასუნთქი გზების სხვა ნაწილებზეც, ასე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 1326 | დაამატა: bs-50cent | თარიღი: 07.01.2010 | კომენტარი (0)



ამოდარებასა და დათბობას მთელი წელი მოუთმენლად ველით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაზაფხულზე და ზაფხულში მზის სხივები განსაკუთრებით მწველია და კანს შესაძლოა ავნოს კიდეც.

როგორ მოვიქცეთ, რომ გაზაფხულისა და ზაფხულის უსიამოვნო სიურპრიზებისგან თავი დავიცვათ, როგორ მოვუაროთ სახის კანს სხვადასხვა ასაკში? ამ კითხვებზე კოსმეტოლოგი ინგა კიკაბიძე გვიპასუხებს:

- კანის მთავარი მტერია მზე, ამიტომ კოსმეტიკა, რომელსაც ვხმარობთ, ისეთ ნივთიერებებს უნდა შეიცავდეს, რომლებიც ულტრაიისფერი სხივებისგან დაგვიცავს. ასეთი ნივთიერებების შემცველ კოსმეტიკურ საშუალებებს აქვს სპეციალური წარწერა SPF (Sun Protection Factor). რაც უფრო მაღალია ამ აბრევიატურის ინდექსი, მით უფრო მაღალია დაცვის დონეც. მაგრამ დამცავი კოსმეტიკის გამოყენების შემთხვევაშიც კი მზეზე დიდხანს ყოფნა სასურველი არ არის - სხივები აშრობს კანს და ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნას უწყობს ხელს.

- კიდევ რა "სიურპრიზი" ახლავს ცხელ სეზონს და რ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რჩევები | ნანახია: 879 | დაამატა: bs-50cent | თარიღი: 06.26.2010 | კომენტარი (0)



Hamster Colds

Hamster colds can be caused from draughts so placing the cage in the right place is very important. The symptoms of hamster colds are: hamster sneezing, hamster with wet nose, hamster breathing heavily and the hamster always sitting in a hunched position.

It is very important that you never wash you hamster. One of the common reasons why a hamster catches a cold is from baths. Never handle a hamster when you have a cold as the hamster will easily get a cold from you. A hamster with a cold should be kept in a draught free and warm room. Palatable foods (soft food) are good for sick hamsters. A little added honey with water may encourage the hamster to drink. You can also give the hamster some lukewarm milk mixed with water. The lukewarm milk should be changed at least ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: In English | ნანახია: 496 | დაამატა: bs-50cent | თარიღი: 06.25.2010 | კომენტარი (0)

ბადურას ცენტრალური ვენის გაუვალობა – ბადურას ცენტრალური ვენის ან მისი ტოტების სანათურის დახურვა თრომბოზის ან სისხლძარღვის ინტიმის გასქელების შედეგად.

სიმპტომები. ბადურის ვენები გაფართოებული და დაკლაკნილია, არტერიები შევიწროებულია, ბადურის შეშუპებული ქსოვილის ფონზე ჩანს მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევები, რომელიც ვრცელდება ვენების მიმართულების რადიალურად. მხედველობის ნერვის დისკი შეშუპებულია, მისი საზღვრები არამკაფიოა. მხედველობის სიმახვილე თანდათანობით ქვეითდება. ცენტრალური ვენის თრომბოზის დროს ცვლილებები ნაკლებადაა გამოხატული დაზიანების უბანზეც. დროთა განმავლობაში სისხლჩაქცევები გაიწოვება, მაკულარულ მიდამოში ვლინდება პიგმენტი. შესაძლებელია მეორადი გლაუკომის განვითარება.

დიაგნოზის დადგენა ხდება დამახასიათებელი ოფთალმოსკოპური სურათის მიხედვით.

პროგნოზი. თითქმის ყველა შემთხვევაში უმჯობესდება პერიფერიული მხედველობა, ცენტრალური – უმრავლეს შემთხვევაში, გარდა ბ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 669 | დაამატა: bs-50cent | თარიღი: 06.25.2010 | კომენტარი (0)


სიმპტომები, მიმდინარეობა მრავალფეროვანია: მხედველობის მეტ – ნაკლებად მნიშვნელოვანი დაქვეითება; შემღვრევის დიდი ინტენსივობის შემთხვევაში შენარჩუნებულია მხოლოდ სინათლის აღქმა. ხშირად ზიანდება ორივე თვალი. გუგის მიდამოში მოჩანს ბროლის ნაწილობრივი ან სრული შემღვრევა. არც თუ იშვიათად აღინიშნება ნისტაგმი. განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ კატარაქტებს, არაპროგრესირებად დაპროგრესირებად ფორმებს. თანდაყოლილი კატარაქტები ჩვეულებრივ არ პროგრესირებს. შემღვრევის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ კაფსულურ, ქერქოვან, ფენოვან, ბირთვოვან და სრულ კატარაქტებს. კატარაქტის საწყის სტადიებში ნაზი შემღვრევა შესაძლოა გამოვლინდეს მხოლოდ ბიომიკროსკოპიით. კატარაქტის დროს გუგის მიდამო მორუხო, მორუხო – თეთრი, ან რძისფერი – თეთრია. მხედველობის დაქვეითების ხარისხი დამოკიდებულია შემღვრევის ინტენსივობაზე.


შეძენილი კატარაქტები. როგორც წესი არიან პროგრესირებადნი, ვითარდებიან ზოგადი დაავადებებისა და ინტოქსიკაცი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 1385 | დაამატა: bs-50cent | თარიღი: 06.25.2010 | კომენტარი (0)


მიოკარდიუმის ინფაქტი




გულის კუნთს სისხლით კორონარული არტერიები ამარაგებს. როდესაც კორონარულ არტერიებში თრომბი ჩნდება და სისხლის მიმოქცევა წყდება, პაციენტს ეწყება ძლიერი ტკივილი გულის არეში. ამ მდგომარეობას უცხოურ ლიტერატურაში პოპულარული ენით გულის შეტევას უწოდებენ, მისი შესატყვისი სამედიცინო ტერმინი კი მიოკარდიუმის ინფარქტი გახლავთ. "მიო" კუნთს ნიშნავს, "კარდიო" - გულს, ხოლო "ინფარქტი" არის ქსოვილის კვდომა ჟანგბადის ნაკლებობის გამო.



ისევე, როგორც ნებისმიერ სხვას, გულის კუნთსაც გამუდმებით სჭირდება ჟანგბადი. მისი დეფიციტის დროს გულის კუნთის უჯრედები ზიანდება, რაც ტკივილისა და ზეწოლის შეგრძნებას იწვევს. თუ გულის მკვებავ კორონარულ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა არ აღდგა, გულის კუნთის უჯრედები იღუპებიან და გულის კუნთში ნაწიბური წარმოიქმნება, რომელიც არა კუნთოვანი, არამედ შემაერთებელქსოვილოვანი აგებულებისაა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 4875 | დაამატა: bs-50cent | თარიღი: 06.21.2010 | კომენტარი (0)


რა არის კარიესი
კარიესი ეს არის კბილის დაავადება, რომლის დროსაც ხდება კბილის ქსოვილების თანდათანობითი დაშლა და საბოლოოდ ჩამოყალიბდება ღრუ. კარიესი ვითარდება კბილის მინანქარზე მჟავების მოქმედების შედეგად, რომელსაც გამოყოფენ პირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმები ნახშირწყლების დაშლის შედეგად.
კარიესის განვითარების რამოდენიმე სტადია არსებობს:

ლაქის სტადია


ზედაპირული


საშულო კარიესი
... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 1611 | დაამატა: bs-50cent | თარიღი: 06.21.2010 | კომენტარი (0)


ადენოვირუსული ინფექცია
ადენოვირუსული ინფექცია - სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ნაწლავების ლორწოვანი გარსისა და ლიმფური კვანძების დაზიანებაც ახასიათებს. ის წელიწადის ყოველ დროს გვხვდება, მაგრამ ხშირდება შემოდგომა-ზამთარში. ყველაზე მეტად 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის არის გავრცელებული. დაავადების გადატანის შემდეგ, 100-დან 95 შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმში ჩნდება ადენოვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, ამიტომ მოზრდილებს, რომლებმაც ბავშვობაში იავადმყოფეს, იშვიათად ხვდებათ ან თითქმის უსიმპტომოდ გადააქვთ ეს დაავადება.

მიმდინარეობა და სიმპტომები

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 538 | დაამატა: bs-50cent | თარიღი: 06.20.2010 | კომენტარი (0)


ნარკომანია - სიახლე მკურნალობასა და რეაბილიტაციაში



ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო ტერმინოლოგიით - წამალდამოკიდებულება, საქართველოში ბოლო დროს მართლაც თეთრ ჭირად იქცა. ვერც რელიგია, ვერც სქესი და ასაკი, ვერც ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი სტატუსი ვერ აბრკოლებს ამ სენის გავრცელებას. შეიძლება ითქვას, მან ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ უკვე საფრთხეს უქმნის ადამიანთა კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ გვინდა, მკითხველის ყურადღება კიდევ ერთხელ შევაჩეროთ ნარკოტიკული ნივთიერებების მავნეობაზე და, ამასთანავე, გაგაცნოთ ნარკომანიის მკურნალობის უახლესი და სრულყოფილი მეთოდი, რომლის შესახებაც კლინიკა "ბე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 575 | დაამატა: bs-50cent | თარიღი: 06.20.2010 | კომენტარი (1)

1 2 »
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები