MEDICINE   დაამატე თქვენს მიერ მოძიებული დაავადება
| RSS
სექციის კატეგორიები
დაავადებები [16]
რჩევები [1]
In English [1]
სხვა [0]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » დაავადებები

ადისონის დაავადება თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ქრონიკული უკმარისობაა. მას საფუძვლად უდევს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის დესტრუქცია (სტრუქტურის დარღვევა), რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების - გლუკოკორტიკოიდების (კორტიზოლის) და მინერალკორტიკოიდების (ალდოსტერონის) - წარმოქმნის დაქვეითება მოჰყვება.

100-დან 80 შემთხვევაში ადისონის დაავადება თირკმელზედა ჯირკვლის აუტოიმუნურ დაზიანებას უკავშირდება. ხშირია თირკმელზედა ჯირკვლის ტუბერკულოზური დაზიანებაც. სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავია მეტასტაზური კიბო, ათაშანგი, სარკოდიოზი, ამილოიდოზი, ჰემაქრომატოზი, სოკოვანი ინფექცია. დაავადებას (თუმცა იშვიათად) საფუძვლად შეიძლება დაედოს თირკმელზედა ჯირკვალში სისხლის ჩაქცევა ორსულობის, ინფექციის, ტრავმის, ქირურგიული ოპერაციების დროს.

დაავადება თანდათან ვითარდება. თანდათან ვითარდება ძლიერი სისუსტე, სწრაფი დაღლა, წონის კლება, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 2428 | დაამატა: bs-50cent | თარიღი: 07.05.2010 | კომენტარი (0)


სურდო (რინიტი) (rhinitis) – ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება. განასხვავბენ მწვავე და ქრონიკულ რინიტს.

მწვავე სურდო – შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დაავადება ან სიმპტომი მწვავე ინფექციური დაავადებისა (გრიპი, წითელა, დიფთერია და სხვ.). წინასწარგანმწყობი ფაქტორებია გაცივება, იშვიათად - მექანიკური ან ქიმიური გაღიზიანება. მწვავე სურდო ყოველთვის არის ორმხრივი.
სიმპტომები, მიმდინარეობა. თავდაპირველად აღინიშნება შეუძლოდ ყოფნა, სიმშრალის შეგრძნება ცხვირ-ხახაში, ქავილი ცხვირში. თანდათანობით ცხვირით სუნთქვა ძნელდება, იწყება ცემინება, ცრემლდენა, ქვეითდება ყნოსვა, იცვლება ხმის ტემბრი, აღინიშნება ცხვირიდან უხვი თხიერი გამონადენი. შემდეგში გამონადენი ხდება ლორწოვან-ჩირქოვანი, ხოლო წვრილი სისხლძარღვების მთლიანობის დარღვევის დროს – სისხლიანი. ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანება შესაძლებელია გავრცელდეს ასევე სასუნთქი გზების სხვა ნაწილებზეც, ასე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 2129 | დაამატა: bs-50cent | თარიღი: 07.01.2010 | კომენტარი (0)

ბადურას ცენტრალური ვენის გაუვალობა – ბადურას ცენტრალური ვენის ან მისი ტოტების სანათურის დახურვა თრომბოზის ან სისხლძარღვის ინტიმის გასქელების შედეგად.

სიმპტომები. ბადურის ვენები გაფართოებული და დაკლაკნილია, არტერიები შევიწროებულია, ბადურის შეშუპებული ქსოვილის ფონზე ჩანს მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევები, რომელიც ვრცელდება ვენების მიმართულების რადიალურად. მხედველობის ნერვის დისკი შეშუპებულია, მისი საზღვრები არამკაფიოა. მხედველობის სიმახვილე თანდათანობით ქვეითდება. ცენტრალური ვენის თრომბოზის დროს ცვლილებები ნაკლებადაა გამოხატული დაზიანების უბანზეც. დროთა განმავლობაში სისხლჩაქცევები გაიწოვება, მაკულარულ მიდამოში ვლინდება პიგმენტი. შესაძლებელია მეორადი გლაუკომის განვითარება.

დიაგნოზის დადგენა ხდება დამახასიათებელი ოფთალმოსკოპური სურათის მიხედვით.

პროგნოზი. თითქმის ყველა შემთხვევაში უმჯობესდება პერიფერიული მხედველობა, ცენტრალური – უმრავლეს შემთხვევაში, გარდა ბ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 1335 | დაამატა: bs-50cent | თარიღი: 06.25.2010 | კომენტარი (0)


სიმპტომები, მიმდინარეობა მრავალფეროვანია: მხედველობის მეტ – ნაკლებად მნიშვნელოვანი დაქვეითება; შემღვრევის დიდი ინტენსივობის შემთხვევაში შენარჩუნებულია მხოლოდ სინათლის აღქმა. ხშირად ზიანდება ორივე თვალი. გუგის მიდამოში მოჩანს ბროლის ნაწილობრივი ან სრული შემღვრევა. არც თუ იშვიათად აღინიშნება ნისტაგმი. განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ კატარაქტებს, არაპროგრესირებად დაპროგრესირებად ფორმებს. თანდაყოლილი კატარაქტები ჩვეულებრივ არ პროგრესირებს. შემღვრევის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ კაფსულურ, ქერქოვან, ფენოვან, ბირთვოვან და სრულ კატარაქტებს. კატარაქტის საწყის სტადიებში ნაზი შემღვრევა შესაძლოა გამოვლინდეს მხოლოდ ბიომიკროსკოპიით. კატარაქტის დროს გუგის მიდამო მორუხო, მორუხო – თეთრი, ან რძისფერი – თეთრია. მხედველობის დაქვეითების ხარისხი დამოკიდებულია შემღვრევის ინტენსივობაზე.


შეძენილი კატარაქტები. როგორც წესი არიან პროგრესირებადნი, ვითარდებიან ზოგადი დაავადებებისა და ინტოქსიკაცი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 2426 | დაამატა: bs-50cent | თარიღი: 06.25.2010 | კომენტარი (0)


მიოკარდიუმის ინფაქტი




გულის კუნთს სისხლით კორონარული არტერიები ამარაგებს. როდესაც კორონარულ არტერიებში თრომბი ჩნდება და სისხლის მიმოქცევა წყდება, პაციენტს ეწყება ძლიერი ტკივილი გულის არეში. ამ მდგომარეობას უცხოურ ლიტერატურაში პოპულარული ენით გულის შეტევას უწოდებენ, მისი შესატყვისი სამედიცინო ტერმინი კი მიოკარდიუმის ინფარქტი გახლავთ. "მიო" კუნთს ნიშნავს, "კარდიო" - გულს, ხოლო "ინფარქტი" არის ქსოვილის კვდომა ჟანგბადის ნაკლებობის გამო.



ისევე, როგორც ნებისმიერ სხვას, გულის კუნთსაც გამუდმებით სჭირდება ჟანგბადი. მისი დეფიციტის დროს გულის კუნთის უჯრედები ზიანდება, რაც ტკივილისა და ზეწოლის შეგრძნებას იწვევს. თუ გულის მკვებავ კორონარულ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა არ აღდგა, გულის კუნთის უჯრედები იღუპებიან და გულის კუნთში ნაწიბური წარმოიქმნება, რომელიც არა კუნთოვანი, არამედ შემაერთებელქსოვილოვანი აგებულებისაა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 6970 | დაამატა: bs-50cent | თარიღი: 06.21.2010 | კომენტარი (0)


რა არის კარიესი
კარიესი ეს არის კბილის დაავადება, რომლის დროსაც ხდება კბილის ქსოვილების თანდათანობითი დაშლა და საბოლოოდ ჩამოყალიბდება ღრუ. კარიესი ვითარდება კბილის მინანქარზე მჟავების მოქმედების შედეგად, რომელსაც გამოყოფენ პირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმები ნახშირწყლების დაშლის შედეგად.
კარიესის განვითარების რამოდენიმე სტადია არსებობს:

ლაქის სტადია


ზედაპირული


საშულო კარიესი
... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 2868 | დაამატა: bs-50cent | თარიღი: 06.21.2010 | კომენტარი (0)


ადენოვირუსული ინფექცია
ადენოვირუსული ინფექცია - სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ნაწლავების ლორწოვანი გარსისა და ლიმფური კვანძების დაზიანებაც ახასიათებს. ის წელიწადის ყოველ დროს გვხვდება, მაგრამ ხშირდება შემოდგომა-ზამთარში. ყველაზე მეტად 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის არის გავრცელებული. დაავადების გადატანის შემდეგ, 100-დან 95 შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმში ჩნდება ადენოვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, ამიტომ მოზრდილებს, რომლებმაც ბავშვობაში იავადმყოფეს, იშვიათად ხვდებათ ან თითქმის უსიმპტომოდ გადააქვთ ეს დაავადება.

მიმდინარეობა და სიმპტომები

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 1225 | დაამატა: bs-50cent | თარიღი: 06.20.2010 | კომენტარი (0)


ნარკომანია - სიახლე მკურნალობასა და რეაბილიტაციაში



ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო ტერმინოლოგიით - წამალდამოკიდებულება, საქართველოში ბოლო დროს მართლაც თეთრ ჭირად იქცა. ვერც რელიგია, ვერც სქესი და ასაკი, ვერც ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი სტატუსი ვერ აბრკოლებს ამ სენის გავრცელებას. შეიძლება ითქვას, მან ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ უკვე საფრთხეს უქმნის ადამიანთა კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ გვინდა, მკითხველის ყურადღება კიდევ ერთხელ შევაჩეროთ ნარკოტიკული ნივთიერებების მავნეობაზე და, ამასთანავე, გაგაცნოთ ნარკომანიის მკურნალობის უახლესი და სრულყოფილი მეთოდი, რომლის შესახებაც კლინიკა "ბე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 1248 | დაამატა: bs-50cent | თარიღი: 06.20.2010 | კომენტარი (1)



თავიდან ახალ გამოვნელილ ვირუსს უწოდებდნენ ,,ღორის გრიპის ვირუსს", რადგან ლაბარატორიულმა ტესტირებამ აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი,რომელიც ჩვეულებრივ ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში გვხვდება. - შემდგომი კვლევებით დადგინდა ,რომ ეს ახალი ვირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში ჩვეულებრივ მოცირკულავე ვირუსისაგან. -ახალი ვირუსის 2 გენი არის იმ გრიპის ვირუსიდან,რომელიც ცირლულირებს ღორებში ევროპასა და აზიაში ხოლო დანარჩენი კი ფრინველებსა და ადამიანებში მოცირკულირე გრიპის ვირუსის გენებია. -მეცნიერები ამ ვირუსს,,ოთხმაგი რეასორტაციის,,ვირუსს უწოდებენ ((შედგება 4 სახეობის ვირუსის გენისაგან და არა მარტო ღორის გენისაგან,(ეს არაა ღორის ვირუსი)არამედ ზემოთ არნიშნული გენებისაგან)


გამომწვევი < ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 1151 | დაამატა: bs-50cent | თარიღი: 06.20.2010 | კომენტარი (0)



ასთენოპია



ასთენოპია – თვალის კუნთების სწრაფი დაღლა საგნების ახლო ყურების დროს. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ასთენოპიიის ორი სახე: აკომოდაციური და კუნთოვანი.
აკომოდაციური ასთენოპია
ეტიოლოგია, პათოგენეზი. არაკორეგირებული ჰიპერმეტროპია, პრესბიოპია, ასტიგმატიზმი; ცილიარული კუნთის სისუსტე. ზედმეტი დაძაბვის გამო ხდება ცილიარული კუნთის დაღლა; მის შესუსტებას ხელს უწყობს ზოგადი დაავადებები და ინტოქსიკაციები.
სიმპტომები: თვალებში დაღლისა და სიმძიმის შეგრძნება; თავის ტკივილი და ტკივილი თვალებში ახლო მანძილზე ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ; 40 წელზე უფროს პირებში ასთენოპიის მოვლენები ძლიერდება აკომოდაციის ასაკობრივი შესუსტების გამო.
დიაგნოზი ეყრდნობა დამახასია ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 1221 | დაამატა: bs-50cent | თარიღი: 06.20.2010 | კომენტარი (0)

1 2 »
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები