MEDICINE   დაამატე თქვენს მიერ მოძიებული დაავადება
| RSS
სექციის კატეგორიები
დაავადებები [16]
რჩევები [1]
In English [1]
სხვა [0]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 25 » კატარაქტა – ბროლის ნივთიერების ან კაფსულის შემღვრევა.
1:08 AM
კატარაქტა – ბროლის ნივთიერების ან კაფსულის შემღვრევა.


სიმპტომები, მიმდინარეობა მრავალფეროვანია: მხედველობის მეტ – ნაკლებად მნიშვნელოვანი დაქვეითება; შემღვრევის დიდი ინტენსივობის შემთხვევაში შენარჩუნებულია მხოლოდ სინათლის აღქმა. ხშირად ზიანდება ორივე თვალი. გუგის მიდამოში მოჩანს ბროლის ნაწილობრივი ან სრული შემღვრევა. არც თუ იშვიათად აღინიშნება ნისტაგმი. განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ კატარაქტებს, არაპროგრესირებად დაპროგრესირებად ფორმებს. თანდაყოლილი კატარაქტები ჩვეულებრივ არ პროგრესირებს. შემღვრევის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ კაფსულურ, ქერქოვან, ფენოვან, ბირთვოვან და სრულ კატარაქტებს. კატარაქტის საწყის სტადიებში ნაზი შემღვრევა შესაძლოა გამოვლინდეს მხოლოდ ბიომიკროსკოპიით. კატარაქტის დროს გუგის მიდამო მორუხო, მორუხო – თეთრი, ან რძისფერი – თეთრია. მხედველობის დაქვეითების ხარისხი დამოკიდებულია შემღვრევის ინტენსივობაზე.


შეძენილი კატარაქტები. როგორც წესი არიან პროგრესირებადნი, ვითარდებიან ზოგადი დაავადებებისა და ინტოქსიკაციების, სხივური ენერგიის ზემოქმედების დროს, ბროლის ტრამვების შემდეგ, მოხუცებულობით ასაკში. კატარაქტა შეიძლება იყოს ირიდოციკლიტის, გლაუკომის, მაღალი ახლომხედველობის გართულება.

მოხუცებულობითი კატარაქტა. ეტიოლოგია ბოლომდე ცნობილი არ არის. უვითარდებათ 50 წელს გადაცილებულ პირებს.

სიმპტომები. მხედველობის თანდათანობითი დაქვეითება მხოლოდ სინათლის შეგრძნებამდე სინათლის სწორი პროექციით. საწყისი კატარაქტის დროს გამავალ სინათლეში შემღვრევა მოჩანს მხოლოდ ეკვატორის

მახლობლად რადიალური ან სექტორული შტრიხების სახით, რომელთა ფართო ფუძე მიმართულია ბროლის ეკვატორისკენ. მოუმწიფებელი კატარაქტის დროს შემღვრევები ერთმანეთს ერწყმის, თანდათანობით იწვევნ რა გუგის დახურვას, თუმცა ბროლის წინა შრეები ჯერ კიდევ გამჭვირვალეები რჩებიან. როდესაც მოხდება ბროლის ყველა შრის შემღვრევა დგება მესამე სტადია – მომწიფებული კატარაქტა. აღნიშნული სტადიის დროს გვერდითი განათების პირობებში ფერადი გარსის ჩრდილები არ მოჩანს. საგნობრივი მხედველობა სრულიად ქრება.

ტრავმული კატარაქტა ვითარდება ბროლის კაფსულის დაზიანებით მიმდინარე გამჭოლი ჭრილობების დროს, ბლაგვი ტრამვების შემდეგ.

სიმპტომები. მხედველობის თანდათანობითი დაქვეითება ბროლის პროგრესირებადი შემღვრევის შესაბამისად. არც თუ იშვიათად მიმდინარეობს ირიდოციკლიტისა და ტრამვების სხვა გამოსავლების ფონზე.

კატარაქტა ორგანიზმის ზოგადი დაავადებების დროს – ვითარდება დიაბეტის, ტეტანუსის, მძიმე ზოგადი ინფექციური დაავადებების, მნიშვნელოვანი სისხლდენების, ხანგრძლივი შიმშილობის დროს. ვითარდება კატარაქტის სხვა ფორმებისთვის დამახასიათებელი მხედველობის დარღვევები.

ტოქსიკური კატარაქტები ვლინდება სამრეწველო შხამებით ქრონიკული მოწამვლების დროს: ნაფტალინი, ტრინიტროთოლუოლი, ნიტროსაღებავები და სხ. კლინიკურ თავისებურებებს მიეკუთვნება ცვლილებები თვალის ფსკერზე თეთრი კერების სახით და კრისტალების ჩალაგება ბროლის უკანა კაფსულის ქვეშ და მინისებრ სხეულში. ხშირად თან სდევს ღვიძლის დაზიანება.

სხივური კატარაქტები. ბროლი განსაკუთრებით მგრძნობიარეა სხივური ენერგიის მიმართ. ინფრაწითელი სხივები მოკლეტალღოვანი ნაწილი იწვევს ბროლის შემღვრევას გახურებულ საწარმოებში მომუშავეებში

კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 2422 | დაამატა: bs-50cent | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები