სურდო - 1 ივლისში 2010 - Medicine
MEDICINE   დაამატე თქვენს მიერ მოძიებული დაავადება
| RSS
სექციის კატეგორიები
დაავადებები [16]
რჩევები [1]
In English [1]
სხვა [0]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივლისი » 1 » სურდო
0:30 AM
სურდო


სურდო (რინიტი) (rhinitis) – ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება. განასხვავბენ მწვავე და ქრონიკულ რინიტს.

მწვავე სურდო – შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დაავადება ან სიმპტომი მწვავე ინფექციური დაავადებისა (გრიპი, წითელა, დიფთერია და სხვ.). წინასწარგანმწყობი ფაქტორებია გაცივება, იშვიათად - მექანიკური ან ქიმიური გაღიზიანება. მწვავე სურდო ყოველთვის არის ორმხრივი.
სიმპტომები, მიმდინარეობა. თავდაპირველად აღინიშნება შეუძლოდ ყოფნა, სიმშრალის შეგრძნება ცხვირ-ხახაში, ქავილი ცხვირში. თანდათანობით ცხვირით სუნთქვა ძნელდება, იწყება ცემინება, ცრემლდენა, ქვეითდება ყნოსვა, იცვლება ხმის ტემბრი, აღინიშნება ცხვირიდან უხვი თხიერი გამონადენი. შემდეგში გამონადენი ხდება ლორწოვან-ჩირქოვანი, ხოლო წვრილი სისხლძარღვების მთლიანობის დარღვევის დროს – სისხლიანი. ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანება შესაძლებელია გავრცელდეს ასევე სასუნთქი გზების სხვა ნაწილებზეც, ასევე დანამატ წიაღებზე, ცხვირ-ცრემლის არხში, დაფის ღრუში. რინოსკოპიით ვლინდება ცხვირის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და შეშუპება. ხელსაყრელი მიმდინარეობის დროს 12 – 14 დღეში გაივლის ცხვირის გაჭედვა, აღდგება ყნოსვა.
მკურნალობა. მაღალი ტემპერატურის დროს ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი. კარგ მოქმედებას ახდენს ფეხის ცხელი აბაზანები, ოფლმდენები. ადგილობრივად ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების მოსახსნელად გამოიყენება სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები; სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთების შემდეგ შეჰყავთ ვაზელინის ან ატმის ზეთი.

მწვავე სურდო ადრეული ასაკის ბავშვებში – ყოველთვის მიმდინარებს როგორც მწვავე რინოფარინგიტი. ზოგჯერ პროცესი ვრცელდება ხორხის, სასულეს, ბრონქების ლორწოვან გარსებზე და შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვების ანთება. ბავშვებში რინოფარინგიტი წარმოადგენს ზოგად დაავადებას და აქვს მკაფიო ადგილობრივი გამოვლინებები. ბავშვს ცხვირი ისე აქვს გაჭედილი, რომ ვერ სუთქავს, ვერ წოვს; ხშირია ღებინება, ფაღარათი და მეტეორიზმი; ბავშვი მოუსვენრადაა, არ ჭამს, ცუდად სძინავს, ტემპერატურა ხშირად მომატებულია.
ქრონიკული კატარალური (მარტივი) სურდო – მიზეზები: გახანგრძლივებული ან განმეორებითი მწვავე სურდო; სხვადასხვა – ქიმიური, თერმული, მექანიკური გამაღიზიანებლების მოქმედება; ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება ჩირქოვანი სეკრეტით ცხვირის (დანამატი წიაღების დაავადებების დროს); ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხვირის ლორწოვან გარსში სისხლმიმოქცევის დარღვევა (გულის მანკები, მიოკარდიტები, ნეფრიტები, ემფიზემა, ბრონქოექტაზები, ენდოკრინული დაავადებები).
სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება ცხვირის პერიოდული გაჭედვა და უხვი ლორწოვანი გამონადენი. რინოსკოპიით ვლინდება ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და შეშუპება. ავადმყოფები აღნიშნავენ, რომ ცხვირის მარცხენა ნახევარი გაჭედილია მარცხენა გვერდზე წოლისას და პირიქით;. ცხვირით სუნთქვა გაძნელებულია ზურგზე წოლის დროს. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დარღვეული არ არის. ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპების სრული გაქრობა აღინიშნება ცხვირის წვეთების ჩაწვეთებისას, რაც მიუთითებს ქრონიკულ (მარტივ) სურდოზე. თუკი შეშუპება არ ქრება სისხლძაღვთა შემავიწროვებელი საშუალებების ჩაწვეთების შემდეგ, ლაპარაკია ქრონიკულ ჰიპერტროფიულ სურდოზე.
მკურნალობა. ცხვირის წვეთები; გამოიყენება ასეე შემკვრელი საშუალებები.

კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 1326 | დაამატა: bs-50cent | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები