MEDICINE   დაამატე თქვენს მიერ მოძიებული დაავადება
| RSS
სექციის კატეგორიები
დაავადებები [16]
რჩევები [1]
In English [1]
სხვა [0]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 26 » როგორ მოვუაროთ სახის კანს გაზაფხულსა და ზაფხულში
0:04 AM
როგორ მოვუაროთ სახის კანს გაზაფხულსა და ზაფხულში


ამოდარებასა და დათბობას მთელი წელი მოუთმენლად ველით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაზაფხულზე და ზაფხულში მზის სხივები განსაკუთრებით მწველია და კანს შესაძლოა ავნოს კიდეც.

როგორ მოვიქცეთ, რომ გაზაფხულისა და ზაფხულის უსიამოვნო სიურპრიზებისგან თავი დავიცვათ, როგორ მოვუაროთ სახის კანს სხვადასხვა ასაკში? ამ კითხვებზე კოსმეტოლოგი ინგა კიკაბიძე გვიპასუხებს:

- კანის მთავარი მტერია მზე, ამიტომ კოსმეტიკა, რომელსაც ვხმარობთ, ისეთ ნივთიერებებს უნდა შეიცავდეს, რომლებიც ულტრაიისფერი სხივებისგან დაგვიცავს. ასეთი ნივთიერებების შემცველ კოსმეტიკურ საშუალებებს აქვს სპეციალური წარწერა SPF (Sun Protection Factor). რაც უფრო მაღალია ამ აბრევიატურის ინდექსი, მით უფრო მაღალია დაცვის დონეც. მაგრამ დამცავი კოსმეტიკის გამოყენების შემთხვევაშიც კი მზეზე დიდხანს ყოფნა სასურველი არ არის - სხივები აშრობს კანს და ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნას უწყობს ხელს.

- კიდევ რა "სიურპრიზი" ახლავს ცხელ სეზონს და რისგან უნდა დავიცვათ სახის კანი?
- ზაფხულის კიდევ ერთი პრობლემა ოფლის ჭარბი გამოყოფაა, ამიტომ სახის ხშირი დაბანის ნაცვლად გამოიყენეთ ქაღალდის ხელსახოცები. არ გადატვირთოთ სახე ზაფხულის მაკიაჟით. უმჯობესია, ტონალური კრემი საერთოდ არ წაისვათ. მის მაგივრად შეგიძლიათ პუდრი გამოიყენოთ, რომელიც ოფლსა და ცხიმს იწოვს. კოსმეტიკური ნიღბებისა და კრემების ნაცვლად კი ხილისა და კენკრის მარტივი ნიღბები გამოიყენეთ.M მაგალითად, მარწყვის ნიღაბი ახალისებს კანს, კიტრის კი სინოტივეს მატებს. ნიღაბი ახალდაბანილ, სუფთა და მშრალ კანზე წაისვით, 10-15 წუთის შემდეგ კი სახე ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ.

სიცხეში კანი სწორად უნდა გაისუფთაოთ. მშრალი ტიპის კანს გამდინარე წყალი არ უხდება. თუ დაბანის შემდეგ დაჭიმულობასა და სიმშრალეს გრძნობთ, პირისახე მინერალური წყლით დაიბანეთ, მაგრამ ბოთლი 30-40 წუთით ადრე მაინც უნდა გახსნათ, რათა ნახშირმჟავა აორთქლდეს.

- ამბობენ, ცივი წყალი კანს ელასტიკურობას მატებსო...
- ცივი წყლის აბაზანის შემდეგ უმრავლესობა კანის დაჭიმულობას გრძნობს. ამ შემთხვევაში სახე დღის კრემით უნდა დაინოტივოთ. დაბანის კონტრასტული პროცედურებიც არ დაგავიწყდეთ: ცივი და თბილი წყლის მონაცვლეობა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ასეთი პროცედურა კანს ახალისებს და ნაადრევი ნაოჭების გაჩენისგან იცავს.

- როგორ უნდა მოვუაროთ კანს, როდესაც ასაკი გვემატება?
- ასაკთან ერთად სახის კანი იცვლება. პირობითად შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე პერიოდი: ბავშვობა, როდესაც მხოლოდ სისუფთავეა საკმარისი; მოზარდობა, როდესაც შესაძლოა, გამონაყარმა და ინფექციებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინოს თავი; 25-დან 35 წლამდე; 35-დან 45 წლამდე; 45 წლის შემდეგ.

25 წლის შემდეგ კანის გასუფთავებასთან ერთად საჭიროა დატენიანებაც. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ნიღბები, ასევე კრემები. თუ სახის კანი მშრალია, უნდა ისვათ მკვებავი და მზისგან დამცავი საშუალებები. ერიდეთ ჰორმონებისა და ბიოსტიმულატორების შემცველ კრემებს.
35 წლის შემდეგ გასუფთავება, დანოტივება, კვება და დაცვა კანის ყოველდღიური მოვლის სქემაა. ასევე აუცილებელია დასვენება, ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში. სასარგებლოა მასაჟი - ორი კურსი წელიწადში. არ დაივიწყოთ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას კისრისა და ხელების მოვლა მოითხოვს.

ახლა - რაც შეეხება სახის მოვლას 45 წლის შემდეგ. ორგანიზმთან ერთად დაბერებას იწყებს სახის კანიც. ნივთიერებათა ცვლა ნელდება, უარესდება კვება, მკვრივი ბოჭკოვანის ელასტიკურობა იკლებს და კანი იფიტება. 45 წლის შემდეგ ცხიმოვანი ჯირკვლები სამჯერ ნაკლებ ცხიმს გამოყოფს, ვიდრე ახალგაზრდობისას, კანის ყველა ფენა გაცილებით თხელი ხდება.

ამიტომ ამ პერიოდში კანის მოსავლელად შემდეგი პროცედურებია საჭირო: გასუფთავება, ორმაგი (დილა-საღამოს) დანოტივება, კვება. ყურადღება უნდა მიექცეს ძილის, კვების რეჟიმს, ფიზიკურ ვარჯიშს. საჭიროა წელიწადში მასაჟის 2-3 კურსი, მკვებავი და ბიომასტიმულირებელი ნიღბები.


ექიმი გვირჩევს:

უნდა გვახსოვდეს, რომ კანის დაბერებას ხელს უწყობს დღის რეჟიმის დარღვევა, უძილობა, სტრესი, ნიკოტინი და ალკოჰოლი.
ჩვენი ქალბატონების უმრავლესობა თავის მოსავლელად იშვიათად იცლის. ვურჩევ, მეტი დრო დაუთმონ საკუთარ თავს. თუ ჩემ მიერ ჩამოთვლილი პროცედურებიდან ნახევარს მაინც შეასრულებთ, ახალგაზრდობას დიდხანს შეინარჩუნებთ.
კატეგორია: რჩევები | ნანახია: 1722 | დაამატა: bs-50cent | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები