MEDICINE   დაამატე თქვენს მიერ მოძიებული დაავადება
| RSS
სექციის კატეგორიები
დაავადებები [16]
რჩევები [1]
In English [1]
სხვა [0]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 20 » ღორის გრიპი
5:06 PM
ღორის გრიპი



თავიდან ახალ გამოვნელილ ვირუსს უწოდებდნენ ,,ღორის გრიპის ვირუსს", რადგან ლაბარატორიულმა ტესტირებამ აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი,რომელიც ჩვეულებრივ ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში გვხვდება. - შემდგომი კვლევებით დადგინდა ,რომ ეს ახალი ვირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში ჩვეულებრივ მოცირკულავე ვირუსისაგან. -ახალი ვირუსის 2 გენი არის იმ გრიპის ვირუსიდან,რომელიც ცირლულირებს ღორებში ევროპასა და აზიაში ხოლო დანარჩენი კი ფრინველებსა და ადამიანებში მოცირკულირე გრიპის ვირუსის გენებია. -მეცნიერები ამ ვირუსს,,ოთხმაგი რეასორტაციის,,ვირუსს უწოდებენ ((შედგება 4 სახეობის ვირუსის გენისაგან და არა მარტო ღორის გენისაგან,(ეს არაა ღორის ვირუსი)არამედ ზემოთ არნიშნული გენებისაგან)


გამომწვევი 

ღორის გრიპი A (H1N1)
დაავადებათა კონტროლის ცენტრი, გრიპის ლაბორატორია [1]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით A(H1N1), რომელიც გავრცელდა ადამიანებს შორის და გამოიწვია 2009 წლის ეპიდემია, არის გრიპის A ტიპის H1N1 შტამის აქამდე უცნობი ვერსია. ამ ახალი შტამის თავისებურება ისაა, რომ იგი შეიცავს ადამიანთა შორის სეზონურად გრიპის აფეთქებების გამომწვევი H1N1 შტამისა და ფრინველის გრიპის გამომწვევი A ტიპის H5N1 შტამის მსგავს გენეტიკურ მასალას


გადამდებობა 

ახალი შტამი A (H1N1) ყველაზე უფრო კონტაგიოზური ანუ გადამდები აღმოჩნდა აქამდე აღწერილ შემთხვევებს შორის. იგი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად ჰაერ-წვეთოვანი გზით: ხველებით, ცემინებით, დაინფიცირებული საგანთან შენახები ხელის პირთან ან ცხვირთან კონტაქტით. ხველებისა და ცემინების დროს ვირუსის შემცველი წვეთები ჰაერში ვრცელდება და ამგვარად შესაძლებელია მოხდეს სხვა ადამიანის ინფიცირება ან სხვადასხვა საგნებისა და ზედაპირების ვირუსით დაბინძურება. გარდა ამისა, საგნები ინფიცირებულად შეიძლება ჩავთვალოთ, თუ იგი კოტაქტში იყო დასნებოვნებულის თვალთან, ცხვირთან ან პირთან.

A(H1N1) არ ვრცელდება საკვებით, მათ შორის, ღორის ხორცით ან სხვა პროდუქტით მომზადებული საკვებიდან, რომელიც თერმულად არის დამუშავებული (შემწვარი ან მოხარშული). ვირუსი კვდება 75-100 °C (167-212 °F) ტემპერატურაზე.როგორც კვლევებით დადაგინდა ადამიანის დაავადების უნარს ზედაპირზე მოხვედრილი A(H1N1)გრიპის ვირუსიინარჩუნებს 2-8 საათია განმავლობაში.


ინკუბაცია 

ინფიცირებული ადამიანიდან A(H1N1) ვირუსის ინფექცია სხვა ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე, წინა დღეს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ დაავადებულია და ინფექციის გამავრცელებელი იყოს. ადამიანი, ინფექციის გადამდებია, სიმპტომების გამოვლენიდან 7 და მეტი დღის განმავლობაში. ბავშვები გადამდები არიან უფრო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.

სიმპტომები

A(H1N1) გრიპის სიმპტომები ადამიანში ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის ინფექციისა. დაავადების ნიშნებია: თავის ტკივილი, სხეულში მტვრევის შეგრძნება, კანკალი, სისველე ცხვირში, ყელის ტკივილი, ხველა, ცხელება, ორგანიზმის დასუსტება. ზოგიერთ პაციენტებში ვლინდება დიარეა და ღებინება. დაავადების პროგრესირებისა და მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ყალიბდება პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და სიკვდილი. ღორის გრიპით დასნებოვნებულ ადამიანებში დაავადების მძიმე ფორმა წარსულშიც ყოფილა აღწერილი. სენონური გრიპის მსგავსად, ღორის გრიპის ვირუსული ინფექციამ შეიძლება გააუარესოს მანამდე არსებული ქრონიკული დაავადების მიმდინარეობა.

კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 1152 | დაამატა: bs-50cent | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები