MEDICINE   დაამატე თქვენს მიერ მოძიებული დაავადება
| RSS
სექციის კატეგორიები
დაავადებები [16]
რჩევები [1]
In English [1]
სხვა [0]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 20 » სახსრების ტკივილი: რა იწვევს და როგორ დავძლიოთ
6:51 PM
სახსრების ტკივილი: რა იწვევს და როგორ დავძლიოთ



სახსრების ტკივილი: რა იწვევს და როგორ დავძლიოთ



სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება. ამ ტიპის დარღვევების დროს ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: სახსრები, ძვლები, კუნთები. ტკივილი სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში და უმეტესად ასაკოვანთა ხვედრია. სახსრების ტკივილი ზოგჯერ აუტანელი ხდება. ის უამრავი უსიამოვნების მომტანია და იწვევს არა მარტო ფიზიკური შრომის უნარის მოშლას, არამედ გონებრივ პროცესებზე კონცენტრირების საშუალებასაც ართმევს ადამიანს. სახსრების ტკივილი გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს. თუ შეგრძნება ძლიერი და ხანგრძლივია (კვირაზე მეტხანს გრძელდება), ერთვის შეშუპება, სახსრის მიდამოს სიწითლე, ადგილობრივად ტემპერატურის მომატება, აუცილებელია, მიმართოთ ექიმს. ტკივილის განვითარების ყველაზე ხშირი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზია სახსრის ტრავმა. ჯანმრთელმა სახსარმა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება უსიამოვნო ტკივილით შეგვახსენოს თავი.

მაშინაც კი, როდესაც დისკომფორტისა და ტკივილის მიზეზები დადგენილია და გადაწყვეტილი გაქვთ, სერიოზულად მოჰკიდოთ ხელი მკურნალობას, ექიმთან ვიზიტი შესაძლოა განუსაზღვრელი ხნით გადაიდოს სამსახურის, ოჯახური თუ სხვა პრობლემების გამო, ამ ხნის განმავლობაში კი ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდება. იმაზე სასაუბროდ, რა შეიძლება იყოს სახსრის ტკივილის მიზეზი, როგორ ვიმოქმედოთ ასეთ დროს და რა უნდა გავითვალისწინოთ, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექიმ რევმატოლოგს ირინა მალაზონიას ვეწვიეთ.


- ქალბატონო ირინა, რა იწვევს სახსრების ტკივილს და რისი მანიშნებელია ეს სიმპტომი?
- სახსრის დაავადებების ძირითადი კლინიკური სიმპტომებია:
ტკივილი;
დეფორმაცია;
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის მოშლა;
პათოლოგიური მოტეხილობა;
სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების რეაქცია.

ზოგადად, სახსარში მიმდინარე პათოლოგიური პროცესი იწვევს ტკივილს, რომელიც განპირობებულია ძვლისაზრდელას მდიდარი ინერვაციით.


- უმთავრესად რომელ სახსრებში აღმოცენდება ტკივილი და რატომ?
- ყველაზე ხშირია ტკივილი მუხლის, მენჯ-ბარძაყის, მხრის, იდაყვის, მტევნის, ტერფის, წვრილი სახსრებისა და ხერხემლის პროექციაზე. ტკივილი უპირატესად ყველაზე მეტად დატვირთულ ქვედა კიდურების სახსრებში ან ხერხემალშია გამოხატული. პირველ ხანებში ტკივილი სახსრის არეში მხოლოდ დატვირთვის შემდეგ ვლინდება, განსაკუთრებით - საღამოობით. თანდათანობით ტკივილის ინტენსივობა და ხანგრძლივობა იმატებს, ხოლო რეაქტიული სინოვიტი იწვევს ეგრეთ წოდებულ სტარტულ ტკივილს, რომელიც თან ახლავს პირველ ნაბიჯებს, შემდეგ ქრება და კვლავ ჩნდება სახსრის გადაღლისას.


- სახსრის რომელი პათოლოგიები იწვევს ტკივილს?
- სახსრების ტკივილი აღინიშება როგორც ქრონიკული დეგენერაციული დაავადებების - გონართროზის, კოქსართროზის, ომართროზის, ასევე ანთებითი დაავადებების - რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზული ართრიტის, პოდაგრული პოლიართრიტის, ბეხტერევის დაავადების და სხვათა დროს. დეგენერაციული დაავადებების დროს მოძრაობა მტკივნეული და შეზღუდულია, მაგრამ უფრო ნაკლებად, ვიდრე ართრიტების დროს.


- თქვენ ახლა მოძრაობაზე გაამახვილეთ ყურადღება. როგორი ხასიათისაა სახსრის ტკივილი და უკავშირდება თუ არა ის მოძრაობას?
- სახსრის ტკივილის დროს ყურადღება უნდა მიექცეს მის ხასიათს, მიმდინარეობას და მოძრაობასთან კავშირს. არსებობს დაავადებები, როდესაც ტკივილი მოძრაობის დროს აღინიშნება და მოსვენებისას ცხრება. ხშირად ტკივილი არ ემთხვევა პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციას. ავადმყოფებს, რომელთაც აქვთ კოქსართროზი ან ბარძაყის ძვლის თავის ასეპტიკური ნეკროზი, ტკივილი მოძრაობისას აწუხებთ. ფესვობრივი სინდრომის დროს ტკივილი უმთავრესად მოსვენებისას ვლინდება. მაგალითად, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, სპონდილოზის ფონზე. კოქსართროზის დროს ტკივილი ხშირად მუხლის სახსარშიც გადაეცემა. რითია გამოწვეული ტკივილი, არც ისე ადვილი დასადგენია. იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს სახსართან, ძვალთან ან მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან. სხვადასხვა დაავადების დროს პროცესში ერთვება ერთი ან რამდენიმე სახსარი და შესაძლოა სიარულის მანერაც კი შეიცვალოს.


- შეიძლება თუ არა, სახსრის ტკივილი უმოძრაობის დროსაც იგრძნობოდეს? რომელ პათოლოგიურ შემთხვევას ახასიათებს ეს სიმპტომი?
- დიახ, სახსრის ტკივილი ზოგჯერ უმოძრაობის დროსაც შეიგრძნობა, უმთავრესად - მწვავე ანთებითი დაავადებების დროს. ეს დაავადებებია რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, პოდაგრული პოლიართრიტი და სხვა. მწვავე ტკივილი ოსტეოართროზის დროსაც შეიძლება განვითარდეს, როდესაც იგი რეაქტიული სინოვიტით არის გართულებული.


- რატომ იჩენს თავს ზოგჯერ ტკივილი, - მაგალითად, მუხლის სახსარში, - მხოლოდ კიბეზე ასვლის ან ჩასვლის დროს?
- მუხლის სახსრის ართროზი სიხშირით მეორეა. მიმდინარეობს უფრო მსუბუქად, ვიდრე კოქსართროზი და იშვიათად მივყავართ ინვალიდობამდე. გონართროზის მიზეზი უმეტესად სტატიკის დარღვევა და მუხლის სახსრის ტრავმაა. ხელშემწყობ ფაქტორებად ითვლება სიმსუქნე და ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება. დაზიანება ძირითადად ორმხრივია. ტკივილი მექანიკური ხასიათისაა, ამიტომაც ვლინდება კიბეზე ასვლა-ჩამოსვლისას (განსაკუთრებით - სწორედ ჩამოსვლის დროს). ძლიერდება საღამოს ან ღამით.


ნანახია: 11128 | დაამატა: bs-50cent | რეიტინგი: 3.3/29
სულ კომენტარები: 2
2 mamuka zivzivadze  
0
rogor unda umkurnalot idayvis osteoartrizs

1 teako  
0
ქალბატონო ირინა მყავს დედა 54 წლის.დაახლოებით 5წელია აწუხებს ქვედა კიდურები, მუხლების და კოჭების მიდამოები.მოძრაობის დაწყების პერიოდში გრძნობს საშინელ ტკივილს შემდეგ ეს ტკივილი სიარულისას უქრება, აქვს შეშუპება, დაჭიმულობა,პერიოდულად გრძნობს ადგილობრივად ტემპერატურის მომატებას გთხოვთ შეძლებისდაგავარად დასვათ დიაგნოზი და გვიქჩიოთ მკურნალობის მეთოდი.(2წელია დადის სამკურნალოდ წყალტუბოში, მაგრამ უშედეგოდ). პატივისცემით თეაკო

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები