MEDICINE   დაამატე თქვენს მიერ მოძიებული დაავადება
| RSS
სექციის კატეგორიები
დაავადებები [16]
რჩევები [1]
In English [1]
სხვა [0]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 20 » ფილტვის კიბო
4:54 PM
ფილტვის კიბო



ფილტვის კიბო

უკანასკნელ ხანს ქვეყნის ონკოლოგიური დაავადებების სტრუქტურაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ფილტვის ავთვისებიან სიმსივნეს. მამაკაცები ფილტვის კიბოთი ქალებზე 7-10-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. დაავადების სიხშირე ასაკის პროპორციულად იმატებს - 60-69 წლის მამაკაცებს შორის ავადობა 60-ჯერ მეტია, ვიდრე 30-39 წლის ასაკში. ფილტვის კიბოს შესახებ გვესაუბრება ექიმი ცისანა უშვე-რიძე.


- რა უწყობს ხელს ფილტვის კიბოს განვითარებას?
- რისკის ფაქტორია თამბაქოს მოწევა, განსაკუთრებით - დიდ ქალაქებში, სადაც ჰაერი ისედაც გაჯერებულია გამონაბოლქვი და ნამწვი აირებით. ჰაერში არსებული კანცეროგენული ნივთიერებანი დროთა განმავლობაში ფილტვების ეპითელური ქსოვილის სტრუქტურისა და ფუნქციების რღვევას იწვევს და ხელს უწყობს სიმსივნური ქსოვილის აღმოცენებას. ამასთანავე, თამბაქოს კვამლი ერთნაირად საშიშია როგორც მწეველებისთვის, ისე არამწეველებისთვისაც. მწეველთა არამწეველ ოჯახის წევრებს შორის დაავადება ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე იმ ოჯახებში, სადაც თამბაქოს არ ეწევიან.
მეგაპოლისებში დაავადების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს ჰაერის დაბინძურება, უპირველეს ყოვლისა, ავტომანქანების გამონაბოლქვი მავნე აირებით.

დიდ როლს ასრულებს მავნე საწარმოო ფაქტორებიც: აზბესტისა და ნიკელის მტვერი, ქრომის ნაწილაკები. თუ ადამიანს ამ ნივთიერებებთან დიდხანს აქვს კონტაქტი, დიდია ალბათობა, ონკოლოგიური პათოლოგიით დაავადდეს. საწარმოო მტვრით გამოწვეული პნევმოკონიოზებიც საკმაოდ ხშირად რთულდება ფილტვის კიბოთი. დაავადების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასუნთქი სისტემის მდგომარეობას - დაავადებისადმი განწყობა რამდენადმე იმატებს ქრონიკული ბრონქიტის, ქრონიკული პნევმონიის, ტუბერკულოზის ან პნევმოსკლეროზის შედეგად ფილტვის პარენქიმაში განვითარებული ნაწიბუროვანი ცვლილებების შედეგად.


- ჰისტოლოგიური აღნაგობის მიხედვით ფილტვის კიბოს რა და რა ფორმებს განასხვავებენ?
- გამოყოფენ ფილტვის კიბოს ორ ძირითად ტიპს: მცირეუჯრედოვანსა და არამცირეუჯრედოვანს ანუ დიფერენცირებულს. რაც უფრო დაბალი დიფერენცირებისაა სიმსივნე, მით უფრო ავთვისებიანი ბუნებისაა იგი. სიმსივნის მცირეუჯრედოვანი ტიპი ავადობის საერთო შემთხვევათა 20%-ში გვხვდება. ახასიათებს სწრაფი განვითარება, ლიმფურ კვანძებსა და სისხლის მიმოქცევის სისტემაში მეტასტაზირება.
რაც შეეხება არამცირეუჯრედოვან ანუ დიფერენცირებულ ტიპს, მის წილად ავადობის 80% მოდის. ამ ტიპის სიმსივნის დროს პროგნოზი გაცილებით საიმედოა.


- რა თავისებურებანი ახასიათებს ფილტვის კიბოს დროს სიმსივნური ქსოვილის ზრდას?
- ფილტვის კიბო ბრონქების ლორწოვანი გარსის ამომფენი ეპითელური ქსოვილისგან ვითარდება. სიმსივნე ორივე ფილტვში დაახლოებით ერთნაირი სიხშირით წარმოიქმნება და აზიანებს მთავარ, სეგმენტურ და წვრილ ბრონქებს. სიმსივნეს, რომელიც მთავარ და სეგმენტურ ბრონქებს არის მოდებული, ცენტრალურს უწოდებენ, ხოლო შედარებით წვრილ ბრონქებში არსებულ წარმონაქმნს - პერიფერიულს.


- რა ნიშნების საფუძველზე ხდება დაავადების ამოცნობა?
- ფილტვის კიბო კლინიკურად სხვადასხვანაირად ვლინდება. სურათი უმთავრესად სიმსივნის განვითარების სტადიაზეა დამოკიდებული. საწყის ეტაპზე დაავადებისთვის მკვეთრად დამახასიათებელი ნიშნები თავს არ იჩენს, რაც აძნელებს კიბოს ადრეულ სტადიაში დიაგნოსტიკას. დაავადება სამ სტადიად ვითარდება. პირველია ბიოლოგიური პერიოდი, რომელიც მოიცავს სიმსივნის განვითარების დასაწყისს. ამ დროს სიმსივნის ნიშნები რენტგენულად არ ვლინდება. მეორეა უსიმპტომო ანუ კლინიკური ნიშნების გამოვლენამდელი პერიოდი, როცა სიმსივნის ნიშნები მხოლოდ რენტგენულ გამოსახულებაზე ჩანს. მესამე, კლინიკურ პერიოდში, სიმსივნის ნიშნები უკვე დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების სახითაც იჩენს თავს. ფილტვის კიბოს ადრეულ სტადიაში გამოვლენა ძნელია. პაციენტების უმრავლესობა სამკურნალო დაწესებულებას მხოლოდ საგანგაშო ნიშნების გაჩენის შემდეგ მიმართავს, ეს კი დაავადების მეორე-მესამე პერიოდში ხდება და, წარმოიდგინეთ, კიბოს კლინიკური გამოვლინება ამ დროსაც კი არაერთგვაროვანი და განსხვავებულია.


- ცნობილია, რომ ფილტვის კიბო წლობით საიმედოდ ინიღბება. როგორ ამოვიცნოთ შენიღბული დაავადება?
- საწყის სტადიაში კიბო ყველაზე ხშირად სასიცოცხლო ტონუსის დაქვეითების ნიღაბს ეფარება. ამ დროს ავადმყოფი უჩივის შრომის უნარის მცირედ დაქვეითებას, ადვილად დაღლას, ინტერესების შესუსტებას და ირგვლივ მომხდარი მოვლენებისადმი ერთგვარად აპათიურ დამოკიდებულებას. შესაძლოა, დაავა-დება რესპირატორული პათოლოგიითაც შეინიღბოს. მაგალითად, ზედა სასუნთქი გზების კატარით, განმეორებითი გრიპით, ბრონქიტით, პნევმონიით. ამ დროს პერიოდულად იწევს სხეულის ტემპე-რატურა, თავს იჩენს სისუსტე, რომელიც თავისთავად ქრება, შემდეგ კვლავ მეორდება. ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ, ადვილად აღმოიფხვრება სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო, აგრეთვე შინაური საშუალებებით. ექიმთან მხოლოდ მაშინ მიდიან, როდესაც სისუსტე 1-2 თვეს გრძელდება, ეს კი უკვე დაავადების მეორე-მესამე პერიოდს შეესაბამება, ასე რომ, დიაგნოზიც ადვილად ი
კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 1221 | დაამატა: bs-50cent | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები