MEDICINE   დაამატე თქვენს მიერ მოძიებული დაავადება
| RSS
სექციის კატეგორიები
დაავადებები [16]
რჩევები [1]
In English [1]
სხვა [0]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 20 » ასთმა
4:51 PM
ასთმა



ასთმა



ბრონქული აქთმა შეიძლება გმაოიწვიოს არაინფექციურმა და ინფექციურმა ალერგენებმა. არაინფექციურ ალერგენებს შეორის ყველაზე დიდ როლს თამაშობს ოთახის მტვერი. ეს კომპლექსური ალერგენია, რომელიც შეიცავს ტანისამოსის ქსოვილის ნაწილაკებს, თმას, ქერტლს, ცხოველთა ბეწვს, მცენარეთა მტვერს, ბაქტერიებს, სოკოებს. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მიკროსკოპულ ტკიპებს, რომლებიც იკვებებიან ადამიანის ქერტლით, ბალიშის ბუმბულით და საწოლში ცხოვრობენ. ეს ტკიპა მრავლდება ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომით, რასთანაც არის დაკავშირებული ბრონქული ასთმის შეტევების სეზონური გახშირება. გარდა ოთახის მტვრისა, ბრონქულ ასთმას იწვევს მცენარეული მტვერი, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება, ზოგიერთი წამლეული, აკვარეუმის თევზის მშრალი საკვები, შინაური ცხოველების ბეწვი და სხვა ნივთიერება.


ე.ი. ინფექციური-ალერგიული ასთმის მიზეზი არის ბაქტერიები, სოკოები და ვირუსები, რომლებიც ბინადრობენ და მრავლდებიან ადამიანის სასუნთქი გზების ლორწოვანში. ამიტომაა, რომ ბრონქული ასთმა იწყება ხოლმე სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადების, გრიპის, ბრონქიტის, ფილტვების მწვავე და ქრონიკული ანთების ფონზე.

ბრონქული ასთმის შეტევა უშუალოდ დაკავშირებულია იმასთან, რომ ხდება ჰაერის გამტარი გზების - ბრონქების კედლის კუნთების სპაზმური შეკუმშვა, ლორწოვანი გარსის შეშუპება და ბრონქის სანათურაში ჯირკვლებიდან წებოვანი ლორწოს გაძლიერებული გამოყოფა. ეს ყველაფერი აძნელებს ჰაერის მოძრაობას, განსაკუთრებით ამოსუნთქვას.

ბრონქული ასთმის შეტევა იწყება უეცრად, უფრო ხშირად ღამით. ადამიანი გრძნობს ჰაერის უკმარისობას, გაძნელებულია სუნთქვა, განსაკუთრებით ამოსუნთქვა. ავადმყოფი იძულებულია წამოჯდეს, ხელებით დაეყრდნოს საწოლს, ეძებს მოხერხებულ პოზას, მიდის ფანჯარასთან და ხარბად შეისუნთქავს ჰაერს. შეიძლება შორიდანვე ისმოდეს მსტვენავი ხიხინი.

შეტევა მთავრდება რამდენიმე საათის მერე, და გამოიყოფა ცოტაოდენი ლორწოვანი-წებოვანი ნახველი. ასთმური შეტევა რამდენიმე ხნის შემდეგ მეროდება ხოლმე.

საყურადრებოა, რომ დროთა განმავლობაში შეიძლება გაიზარდოს შეტევის გამომწვევი მიზეზების რაოდენობა. მას იწვევს უკვე ისეთი ნივთიერების შესუნთქვა, რომელიც მანამდე უვნებელი იყო ადამიანისთვის. ასთმური შეტევა თან დაერთვის სასუნთქი გზების ანთებით დაავადებებს. ზოგჯერ კი იგი აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვით, ცივი ჰაერის შესუნთქვით და სულიერი მღელვარებითაც. თანდათანობით შეიძლება განვითარდეს ფილტვების ემფიზემა და ფილტვ-გულის ქრონიკული უკმარისობა.

ბრონქული ასთმა დაავადების დასაწყისში უმეტეს შემთხვევაში კეთილთვისებიანად, გართულების გარეშე მიმდინარეობს. მიზეზია ერთი ან რამდენიმე ალერგენი, რომელითა დადგენა შეუძლია ექიმ-ალერგოლოგს. წლების განმავლობაში დაავადება რთულდება, მის მიმდინარეობაში უკვე დიდ როლს თამაშობს არა მარტო ალერგენები, არამედ მეორადი - ნეიროგენული, ენდოკრინული ან სხვა ფაქტორები, რაც ართულებს ბრონქული ასთმის მკურნალობას.
კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 1772 | დაამატა: bs-50cent | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები